Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

მოგესალმებით ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის WEB გვერდზე

WEB გვერდი იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს მიერ პროექტ "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტიდან “ახალი სიცოცხლე - ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას“, რომელსაც ახორციელებს - „ხერსონის ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრი “Totem” - უკრაინა, “CCC კრეატივის ცენტრი - უკრაინა, „სომხეთის ახალგაზრდა ქალთა ასოციაცია“ AYWA - სომხეთი და „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“ - საქართველო.

კალანდობა

  ახლანდელი თაობა ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს ეთნოგრაფიულ გურიას.  თანამედროვე ყოფიდან სწრაფად ქრება ძველი სტრუქტურა-ნაგებობები, ავეჯი,  ჭურჭელი,სამეურნეო იარაღები,  ტრადიციები და რიტუელები.  ოზურგეთის    ისტორიული მუზეუმი და დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი(ფილიალი) ერთად უკვე  ტრადიციულად რამდენიმე წელია ყოველ 14 იანვარს აწყობს  ღონისძიებას, რომლის  ფარგლებშიც ხდება შობასა და კალანდასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და  ადათ-  წესების რეალური გაცოცხლება:საკალანდო სამზადისი,ცხემლის ჭრა,ჩიჩილაკის ახდა,  საკალანდო ჭურის მოხდა,გასალოცი გობის მომზადება,გალოცვა ანუ ,,ფეცხვა", აგუნას გადაძახილი,საშობაო ღვეზელის გამოცხობა და სხვა.           

 

 

Read more...

გურული მოჯირითეები ამერიკაში

    მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. ისინი აჩვენებდნენ ქარული საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებს, მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ ,,შაპიტო ცირკში" გამართულ სანახაობებში.

   მუზეუმმა 2010 წლის 18 ოქტომბერს სოფელ ბახვისა და სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა  კონფერენცია. მომხსენებლებმა წაიკითხეს თემები გურულ მოჯირითეებზე

    ნაჩვენები იქნა ირაკლი მახარაძის ფილმი ,,გურული ცხენოსნები ამერიკაში".

    მუზეუმის ფონდში დაცული ფოტო-მასალების გამოყენებით მოეწყო ახალი გამოფენა გურულ მოჯირითეებზე.

 

 

Read more...

პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა"

      2010 წლის აპრილის თვეში მუზეუმმა  ოზურგეთის პროკურატურასთან ერთად განახორციელა  პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა". მისი მიზანი იყო  სამმართალდამცავი  ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება საზოგადოებაში. საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა კონკურსი. შერჩული იქნა ისეთი თემები , რომლებიც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდობის სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას, მათი საზოგადოებრივი როლის განმტკიცებას.

     პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი ღონისძიება :  ,,იარაღი და საბრძოლო ხელოვნება" და ,,ვაშნარი".

Read more...

იური სიხარულიძე 85

 
   2010 წლის  2 დეკემბერს  ისტორიულმა მუზეუმმა ჩაატარა ღონისძიება, რომელიც  მიეძღვნა პროფესორ იური სიხარულიძეს.  

   პროფესორი იური სიხარულიძე მრავალმხრივი მკვლევარია. ნახევარ საუკუნეზე  მეტია, რაც იგი ნაყოფიერად იკვლევს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან  დღემდე. მას    უდიდესი წვლილი მიუძღვის გურიის ისტორიის კვლევაში.      

    ღონისძიების ფარგლებში წაკითხული იქნა მოხსენება  ბატონი იურის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ.გამოითქვა არაერთი მადლიერების გრძნობის გამომხატველი სიტყვა.

ქალი და სამკაული

      2011 წლის 9 მარტს მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება  ,,ქალი და სამკაული". იგი ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დროებით გამოფენა. 

      გამოფენაში წარმოდგენილი იქნა:

      გვიან ბრინჯაოს -ადრე რკინის ხანის ურეკ-წვერმაღალის სამაროვნებზე აღმოჩენილი სამკაულები: ხატისუღლები, სამაჯურები, ზარაკები,სერდოლიტის, სარდიონის, გიშრის, მინისა და პასტის  მძივები.

    ურეკის განძი - ბრინჯაოს სამკაულები,საკინძები.

    ანტიკური ხანის ოქროს ნივთები - ოქროს სამკერდული, ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი ალმადინის თვლებით, კილიტები.

ოზურგეთის სტამბა

   

  2010 წელს მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება,რომელიც მიეძღვნა ოზურგეთში სტამბის დაარსების 120 წლის იუბილეს.1890 წელს ოზურგეთლებმა ალფესი მიქელაიშვილმა და კონსტანტინე                
 (კოწია) თავართქილაძემ ოზურგეთში გახსნეს სტამბა და წიგნის მაღაზია.სტამბაში დაიდგა თბილისში საჯარო ვაჭრობით შესყიდული მეფე ერეკლე მეორისეული საბეჭდი მანქანა.აქ იბეჭდებოდა  როგორც საერო,ასევე სასულიერო ლიტერატურა,ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები. 1891 წელს სტამბაში გამოიცა ,,ვეფხისტყაოსანი", რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ჩვენს მუზეუმში. კონსტანტინე თავართქილაძემ 1902 წელს ოზურგეთს უსასყიდლოდ გადასცა მის მიერ დაარსებული წიგნთსაცავი და სტამბა.

   ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტამბის საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.  ჩატარდა ღია გაკვეთილი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე ,,ოზურგეთის სტამბა".  

 

Read more...

კონფერენცია ,,გურიის არქეოლოგიური ძეგლები"

    2008 წლის 24 ივლისს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ,,გურიის არქეოლოგიური ძეგლები".კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ  : ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე, ფონდების მცველი მანანა ლომაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი  მაიკლ ვიკერსი, ბათუმის არქეოლოგიური  მუზეუმის დერექტორი, პროფესორი ამირან კახიძე, წამყვანი სპეციალისტი, დოცენტი ნინელი ვაშაკიძე, მეცნიერ თანამშრომელი  თამარ შილაკაძე.

   კონფერენციის ფარგლებში  წაკითხული იქნა მოხსენებები შემდეგ თემებზე

   სუფსა-ნატანების ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები . ქვევრ სამარხები გურიის ტერიტორიაზე.   მინის სურა ურეკის განძიდან.   გურიის ქვის ხანის ძეგლები.  ქრონოლოგიური ძიებანი.

     გამოქვეყნებული იქნა კონფერენციის მასალების კრებული

აკაკი ბაქრაძე 80

                                                                                                     

   2008 წლის 26 დეკემბერს ისტორიულ მუზეუმში გაიმართა აკაკი ბაქრაძის  80 წლისთავისადმი   მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. ღონისძიება  გაიმართა სოფ. დვაბზუს  სკოლისმოსწავლეებთან ერთად.

   წაკითხული იქნა მოხსენებები ცნობილი ქართველი კრიტიკოსის,  ხელოვნერათმცოდნის,  პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი    ბაქრაძის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ.

   მუზეუმში მოეწყო აკაკი ბაქრაძის კუთხე.

კონფერენცია ,,ვაშნარი"

        2009 წლის 30 ივლისს ისტორიულ მუზეუმში  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით  ,,ვაშნარი-სპონიეთი  გვიან ანტიკური-ადრე  შუასაუკუნეების ხანის ციხე-ქალაქი და სატაძრო  კომპლექსი"

     სოფ. გურიანთის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლი სამეცნიერო წრეებისათვის ცნობილია, როგორც ვაშნარის ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი. ძეგლს  იკვლევდნენ დიუბუა დე მომპერე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო სახოკია,გერმანე გობეჯიშვილი,ნიკო ბერძენიშვილი,ალექსანდრე ინაიშვილი.

  ისტორიის მკვლევართა მიერ ძეგლი მიჩნეულია IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსად, თავისი ციხე ქალაქით, წამებულის განსასვენებლით-მარტირიუმით,საკათედრო ტაძრით -სამნავიანი ბაზილიკით და სასიმაგრო სისტემით. მეცნიერთა ვარაუდით კომპლექსი აიგო IV ს-ში და VIIIს-ის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა.

Read more...

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union