Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

მუზეუმის ისტორია

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი გურიაში არსებულ შვიდ მუზეუმთა შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1936 წელს. MMმუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ.წ. –ის IX ათ.წლეულიდან დღემდე.გურიაში აკაკი შანიძისა და შალვა ამირანაშვილის ჩამოსვლისას ისტორიული მნიშვნელობის ნივთების ძირითადი ნაწილი გამოტანილი იყო ეკლესია- მონასტრებიდან და ინახებოდა ოზურგეთის სამაზრო გლეხთა კომიტეტის შენობაში . ამ დროისათვის უკვე დანგრეული იყო გურიის მრავალი ეკლესია, გადაედნოთ ჯვარ-ხატების ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული შემკულობა. გაეძარცვათ ძვირფასი ქვებითა და მინანქრით შემკული ხატები და სხვა საკულტო ნივთები. Lლიხაურის მრავალრიცხოვანი სიძველეებიდან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი ეტრატის ხელნაწერის ნაწილი, ზოგ ეკლესიაში შემორჩენილი იყო გაძარცვული ხატების ფიცრები, ხელნაწერთა ყდები და ცალკეული ფურცლები.მუზეუმის შექმნის  ისტორია ასე დაიწყო: 1923- 1924 წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილმა ანტირელიგიურმა მოძრაობამ, ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიწირა. საქართველოს  სსრ სახკომსაბჭოს საგანგებო დადგენილებით მოხდა საეკლესიო განძეულობის კონფისკაცია, განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები – ეკლესიები, მონასტრები, ხატები, სარიტუალო საგნები, ხელნაწერები, წიგნები. ინტელიგენციის პროტესტის შედეგად განათლების სახალხო კომისარიატმა ისტორიული ძეგლების აღსაღრიცხად და გადასარჩენად მაზრებში სასწრაფოდ შედგენილი ბრიგადები დაგზავნა. გურიაში 1924 წლის აპრილში აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი გამოგზავნეს. მათ მოიარეს ოზურგეთი, შემოქმედი, ლიხაური, ჯუმათი, ბაილეთი, ვანისქედი, ასკანა, მეწიეთი, ჩოხატაური, ერკეთი, ხიდისთავი. ხიდისთავში ნახეს და აღწერეს ზემო გურიის რამდენიმე სოფლის ეკლესიებიდან მოტანილი ნივთები.75 წლის მანძილზე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში მრავალი უნიკალური მასალა დაგროვდა, მათ შორისაა 7-ათას.წლის წინანდელი ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, ადრეული , შუა და გვიანი ბრინჯაოს კოლხური კულტურის შესანიშნავი ნიმუშები, კოლხური ცულების კოლექციები: მელექედურის,შრომის, ვაკიჯვრის, ბაღდადის , მაკვანეთის, ლაითურის, ბრინჯაოს ნივთების განძები. Uურეკ- წვერმაღალას გვიანი ბრინჯაოს – ადრეული რკინის ხანის სამარხეული ინვენტარი. Aანტიკური პერიოდის ოქროსა და ვერცხლის ნივთები : ოქროს სამკერდული, ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი (ორთავე შემკულია ალმადინის თვლებით). ვერცხლის ლანგარი , მინის დანაყოფებიანი მენზურა ურეკიდან, წყალგაყვანილობის მილები,სვეტის თავები, სასაკმევლე,სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი - ადრეშუასაუკუნეების ვაშნარის ნაქალაქარიდან. მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექციები: ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი III ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის,სიმონ I-ის, ერეკლე II-ის მონეტები. ოზურგეთის ,, სერის განძად “ წოდებული ვერცხლის უიშვიათესი ევროპული მონეტები, უკვე გახმაურებული ნაპოლეონის დაშნა, მრავალი ისტორიული ფოტო, ნივთიერი დოკუმენტური მასალა, მათ შორის რამდენიმე ათეულს თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს მოძრავი ძეგლის სტატუსი. 

Read more...

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union