Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

მუზეუმის ისტორია

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი გურიაში არსებულ შვიდ მუზეუმთა შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1936 წელს. MMმუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ.წ. –ის IX ათ.წლეულიდან დღემდე.გურიაში აკაკი შანიძისა და შალვა ამირანაშვილის ჩამოსვლისას ისტორიული მნიშვნელობის ნივთების ძირითადი ნაწილი გამოტანილი იყო ეკლესია- მონასტრებიდან და ინახებოდა ოზურგეთის სამაზრო გლეხთა კომიტეტის შენობაში . ამ დროისათვის უკვე დანგრეული იყო გურიის მრავალი ეკლესია, გადაედნოთ ჯვარ-ხატების ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული შემკულობა. გაეძარცვათ ძვირფასი ქვებითა და მინანქრით შემკული ხატები და სხვა საკულტო ნივთები. Lლიხაურის მრავალრიცხოვანი სიძველეებიდან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი ეტრატის ხელნაწერის ნაწილი, ზოგ ეკლესიაში შემორჩენილი იყო გაძარცვული ხატების ფიცრები, ხელნაწერთა ყდები და ცალკეული ფურცლები.მუზეუმის შექმნის  ისტორია ასე დაიწყო: 1923- 1924 წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილმა ანტირელიგიურმა მოძრაობამ, ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიწირა. საქართველოს  სსრ სახკომსაბჭოს საგანგებო დადგენილებით მოხდა საეკლესიო განძეულობის კონფისკაცია, განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები – ეკლესიები, მონასტრები, ხატები, სარიტუალო საგნები, ხელნაწერები, წიგნები. ინტელიგენციის პროტესტის შედეგად განათლების სახალხო კომისარიატმა ისტორიული ძეგლების აღსაღრიცხად და გადასარჩენად მაზრებში სასწრაფოდ შედგენილი ბრიგადები დაგზავნა. გურიაში 1924 წლის აპრილში აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი გამოგზავნეს. მათ მოიარეს ოზურგეთი, შემოქმედი, ლიხაური, ჯუმათი, ბაილეთი, ვანისქედი, ასკანა, მეწიეთი, ჩოხატაური, ერკეთი, ხიდისთავი. ხიდისთავში ნახეს და აღწერეს ზემო გურიის რამდენიმე სოფლის ეკლესიებიდან მოტანილი ნივთები.75 წლის მანძილზე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში მრავალი უნიკალური მასალა დაგროვდა, მათ შორისაა 7-ათას.წლის წინანდელი ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, ადრეული , შუა და გვიანი ბრინჯაოს კოლხური კულტურის შესანიშნავი ნიმუშები, კოლხური ცულების კოლექციები: მელექედურის,შრომის, ვაკიჯვრის, ბაღდადის , მაკვანეთის, ლაითურის, ბრინჯაოს ნივთების განძები. Uურეკ- წვერმაღალას გვიანი ბრინჯაოს – ადრეული რკინის ხანის სამარხეული ინვენტარი. Aანტიკური პერიოდის ოქროსა და ვერცხლის ნივთები : ოქროს სამკერდული, ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი (ორთავე შემკულია ალმადინის თვლებით). ვერცხლის ლანგარი , მინის დანაყოფებიანი მენზურა ურეკიდან, წყალგაყვანილობის მილები,სვეტის თავები, სასაკმევლე,სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი - ადრეშუასაუკუნეების ვაშნარის ნაქალაქარიდან. მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექციები: ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი III ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის,სიმონ I-ის, ერეკლე II-ის მონეტები. ოზურგეთის ,, სერის განძად “ წოდებული ვერცხლის უიშვიათესი ევროპული მონეტები, უკვე გახმაურებული ნაპოლეონის დაშნა, მრავალი ისტორიული ფოტო, ნივთიერი დოკუმენტური მასალა, მათ შორის რამდენიმე ათეულს თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს მოძრავი ძეგლის სტატუსი. 

 

კაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა აღრიცხეს და აღწერეს გადარჩენილი ძეგლები. Dაღნიშნეს რა იყო განადგურებული და რაც გადარჩა თბილისში წაიღეს.

აკაკი შანიძის ინიციატივით 1924 წლის აპრილში ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმი, რომლის ამოცანად დაისახა ეთნოგრაფიული მასალების შეკრება, დაცვა და ხელოვნების ძეგლთა მოვლა- პატრონობა. Mმუზეუმის ფონდს საფუძვლად დაედო გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი ძველი ნაბეჭდი წიგნი. ,,საეთნოგრაფიო მუზეუმის “ შემდგომო ბედი ჩვენთვის უცნობია.

1936 წელს მახარაძის რაიონის მოწინავე საზოგადოების წინაშე დაისვა საკითხი შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. რაიონის მშრომელთა თხოვნით, სოფელ ექადიის მკვიდრმა დავით დოლიძემ დასვა საკითხი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე, ეთხოვა ფილიპე მახარაძეს ეშუმდგომლა მთავრობის წინაშე მახარაძეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ.

     1936 წლის 1 აპრილს წითელგვარდიელთა და პარტიზანელთა საზოგადპოების ბაზაზე შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ვეტერან პარტიზანთა საზოგადოებას. Aამ საზოგადოებამ მუზეუმს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საბრძოლო იარაღები: კაჟიანი თოფები, დამბაჩები, სატევრები, ხმლები სულ 200 ცალი სამუზეუმო ნივთი. Aამდენად მუზეუმის პირველი ექსპონატები პარტიზანელთა საზოგადოების მიერ შეგროვილი და დაცული ნივთები იყო . მუზეუმის შექმნის შემდეგ პარტიზანელთა საზოგადოება გაუქმდა , მისი გამგეობის თავმჯდომარე ბესარიონ რუსიძე დაინიშნა მუზეუმის მეცნიერ მუშაკად, ხოლო საზოგადოების ბუღალტერი იორდანე კუპრაძე -  მუზეუმის ბუღალტრად.

   Mმუზეუმი მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში, ჟდანოვის ქუჩაზე (ქალაქის ყოფილი გამგეობის შენობა), შემდეგ გადატანილი იქნა გურიის გამზირზე, გამოეყო 402 კვ ფართობი, (ამჟამად ყოფილი ოზურგეთის პოლიციის შენობის მიმდებარე სკვერი) და მთლიანად დაეთმო შენობის მეორე სართული.

     Mმუზეუმის პირველი დირექტორი იყო ნიკოლოზ სამსონია,რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. წლების მანძილზე მუზეუმის დირექტორებად მუშაობდნენ: კიტა კვაშალი, გიორგი კილაძე, აკაკი ერქომაიშვილი, ტერენტი ტაკიძე, ივანე ანთელიძე, ისიდორე ჯანელიძე, გივი თავაძე, ნიკოლოზ წიტაიშვილი, ენვერ გოგუაძე.

    სამამულო ომის წლებში დროებით შესუსტდა მუზეუმის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, ხოლო ომის შემდგომ წლებში განახლდა. Mმუზეუმის ფონდები შეივსო ძვირფასი მატერიალური კულტურის ძეგლებით. შეიქმნა სახვითი ხელოვნებისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენები.

    1974 წელს მუზეუმი გადავიდა 25 ოქტომბრის ( ამჟამად 26 მაისის ) ქუჩაზე. Gგურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ბიძაშვილის დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელის ყოფილ სასახლეში  ( აგებულია 1873 წელს ) აღნიშნული სასახლის ორივე სართული დაეთმო მუზეუმის ექსპოზიციას , 1977 წელს გაიხსნა საბჭოთა საზოგადოების ამსახველი ექსპოზიცია. 1978 წელს მოეწყო ისტორიის რევოლუციამდელი პერიოდის ამსახველი გამოფენა . შეიქმნა ისტორიის რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდების განყოფილებები, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, ხელნაწერების და ნუმიზმატიკის განყოფილებები.

     Mმუზეუმი წლების მანძილზე ნაყოფიერად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით , შეგროვებით, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას, შეგროვდა მრავალი მატარიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, სხვადასვა კოლექციები, ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა. 

     1989 წელს სალხინოს არქეოლოგიური ბაზიდან მუზეუმს გადმოეცა ურეკ-წვერმარალას სამაროვანზე 1974 -1978 წლებში მოპოვებული ადრეული რკინისა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალები.

     1990 წლის 30 მაისს მოეწყო სრულყოფილი ექსპოზიცია სადაც გამოფენილი იქნა უნიკალური ექსპონატები აღნიშნულმა ექსპოზიციამ იარსება მხოლოდ 10 თვე, რადგან 1991 წლის აპრილში რაიონული ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მუზეუმმა შეიცვალა ადგილმდებარეობა. ოზურგეთის რაიონში ახალი ეპარქიის         ( გურიის ეპარქია) გახსნასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა დიმიტრი გურიელის ყოფილი სასახლიდან რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოტანა და მისი განთავსება Mმე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმში , რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ეროვნული მოძრაობის მუზეუმი. მას გადაეცა აღნიშნული შენობის მარცხენა ნაწილი, მარჯვენა ნაწილი საექსპოზიციო დარბაზებისა და სათავსოებით გადაეცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

მაგრამ სულ ცოტა ხანში მოხდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან უკვე ეროვნული მოძრაობის მუზეუმად წოდებული მე-18 –ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის შეერთება.           2004 წლის ივნისში მუზეუმში შეიცვალა ხელმძღვანელობა, მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ისტორიკოსი გოგა ტრაპაიძე. 

2008 წელს სოფელ გურიანთაში გაიხსნა მემორიელური მუზეუმი ( ისტორიული მუეუმის ფილიალი).

2009 წელს სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმის ბაზაზე გაიხსნა ოზურგეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი ( ისტორიული მუეუმის ფილიალი).

2010 წლის 24 ნოემბერს სოფელ ლიხაურში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. ( ისტორიული მუეუმის ფილიალი).

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union