Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

მოგესალმებით ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის WEB გვერდზე

WEB გვერდი იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს მიერ პროექტ "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტიდან “ახალი სიცოცხლე - ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას“, რომელსაც ახორციელებს - „ხერსონის ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრი “Totem” - უკრაინა, “CCC კრეატივის ცენტრი - უკრაინა, „სომხეთის ახალგაზრდა ქალთა ასოციაცია“ AYWA - სომხეთი და „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“ - საქართველო.

კალანდობა

  ახლანდელი თაობა ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს ეთნოგრაფიულ გურიას.  თანამედროვე ყოფიდან სწრაფად ქრება ძველი სტრუქტურა-ნაგებობები, ავეჯი,  ჭურჭელი,სამეურნეო იარაღები,  ტრადიციები და რიტუელები.  ოზურგეთის    ისტორიული მუზეუმი და დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი(ფილიალი) ერთად უკვე  ტრადიციულად რამდენიმე წელია ყოველ 14 იანვარს აწყობს  ღონისძიებას, რომლის  ფარგლებშიც ხდება შობასა და კალანდასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და  ადათ-  წესების რეალური გაცოცხლება:საკალანდო სამზადისი,ცხემლის ჭრა,ჩიჩილაკის ახდა,  საკალანდო ჭურის მოხდა,გასალოცი გობის მომზადება,გალოცვა ანუ ,,ფეცხვა", აგუნას გადაძახილი,საშობაო ღვეზელის გამოცხობა და სხვა.           

 

 

Read more...

გურული მოჯირითეები ამერიკაში

    მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. ისინი აჩვენებდნენ ქარული საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებს, მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ ,,შაპიტო ცირკში" გამართულ სანახაობებში.

   მუზეუმმა 2010 წლის 18 ოქტომბერს სოფელ ბახვისა და სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა  კონფერენცია. მომხსენებლებმა წაიკითხეს თემები გურულ მოჯირითეებზე

    ნაჩვენები იქნა ირაკლი მახარაძის ფილმი ,,გურული ცხენოსნები ამერიკაში".

    მუზეუმის ფონდში დაცული ფოტო-მასალების გამოყენებით მოეწყო ახალი გამოფენა გურულ მოჯირითეებზე.

 

 

Read more...

პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა"

      2010 წლის აპრილის თვეში მუზეუმმა  ოზურგეთის პროკურატურასთან ერთად განახორციელა  პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა". მისი მიზანი იყო  სამმართალდამცავი  ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება საზოგადოებაში. საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა კონკურსი. შერჩული იქნა ისეთი თემები , რომლებიც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდობის სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას, მათი საზოგადოებრივი როლის განმტკიცებას.

     პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი ღონისძიება :  ,,იარაღი და საბრძოლო ხელოვნება" და ,,ვაშნარი".

Read more...

იური სიხარულიძე 85

 
   2010 წლის  2 დეკემბერს  ისტორიულმა მუზეუმმა ჩაატარა ღონისძიება, რომელიც  მიეძღვნა პროფესორ იური სიხარულიძეს.  

   პროფესორი იური სიხარულიძე მრავალმხრივი მკვლევარია. ნახევარ საუკუნეზე  მეტია, რაც იგი ნაყოფიერად იკვლევს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან  დღემდე. მას    უდიდესი წვლილი მიუძღვის გურიის ისტორიის კვლევაში.      

    ღონისძიების ფარგლებში წაკითხული იქნა მოხსენება  ბატონი იურის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ.გამოითქვა არაერთი მადლიერების გრძნობის გამომხატველი სიტყვა.

ქალი და სამკაული

      2011 წლის 9 მარტს მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება  ,,ქალი და სამკაული". იგი ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დროებით გამოფენა. 

      გამოფენაში წარმოდგენილი იქნა:

      გვიან ბრინჯაოს -ადრე რკინის ხანის ურეკ-წვერმაღალის სამაროვნებზე აღმოჩენილი სამკაულები: ხატისუღლები, სამაჯურები, ზარაკები,სერდოლიტის, სარდიონის, გიშრის, მინისა და პასტის  მძივები.

    ურეკის განძი - ბრინჯაოს სამკაულები,საკინძები.

    ანტიკური ხანის ოქროს ნივთები - ოქროს სამკერდული, ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი ალმადინის თვლებით, კილიტები.

ოზურგეთის სტამბა

   

  2010 წელს მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება,რომელიც მიეძღვნა ოზურგეთში სტამბის დაარსების 120 წლის იუბილეს.1890 წელს ოზურგეთლებმა ალფესი მიქელაიშვილმა და კონსტანტინე                
 (კოწია) თავართქილაძემ ოზურგეთში გახსნეს სტამბა და წიგნის მაღაზია.სტამბაში დაიდგა თბილისში საჯარო ვაჭრობით შესყიდული მეფე ერეკლე მეორისეული საბეჭდი მანქანა.აქ იბეჭდებოდა  როგორც საერო,ასევე სასულიერო ლიტერატურა,ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები. 1891 წელს სტამბაში გამოიცა ,,ვეფხისტყაოსანი", რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ჩვენს მუზეუმში. კონსტანტინე თავართქილაძემ 1902 წელს ოზურგეთს უსასყიდლოდ გადასცა მის მიერ დაარსებული წიგნთსაცავი და სტამბა.

   ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტამბის საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.  ჩატარდა ღია გაკვეთილი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე ,,ოზურგეთის სტამბა".  

 

Read more...

კონფერენცია ,,გურიის არქეოლოგიური ძეგლები"

    2008 წლის 24 ივლისს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ,,გურიის არქეოლოგიური ძეგლები".კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ  : ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე, ფონდების მცველი მანანა ლომაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი  მაიკლ ვიკერსი, ბათუმის არქეოლოგიური  მუზეუმის დერექტორი, პროფესორი ამირან კახიძე, წამყვანი სპეციალისტი, დოცენტი ნინელი ვაშაკიძე, მეცნიერ თანამშრომელი  თამარ შილაკაძე.

   კონფერენციის ფარგლებში  წაკითხული იქნა მოხსენებები შემდეგ თემებზე

   სუფსა-ნატანების ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები . ქვევრ სამარხები გურიის ტერიტორიაზე.   მინის სურა ურეკის განძიდან.   გურიის ქვის ხანის ძეგლები.  ქრონოლოგიური ძიებანი.

     გამოქვეყნებული იქნა კონფერენციის მასალების კრებული

აკაკი ბაქრაძე 80

                                                                                                     

   2008 წლის 26 დეკემბერს ისტორიულ მუზეუმში გაიმართა აკაკი ბაქრაძის  80 წლისთავისადმი   მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. ღონისძიება  გაიმართა სოფ. დვაბზუს  სკოლისმოსწავლეებთან ერთად.

   წაკითხული იქნა მოხსენებები ცნობილი ქართველი კრიტიკოსის,  ხელოვნერათმცოდნის,  პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი    ბაქრაძის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ.

   მუზეუმში მოეწყო აკაკი ბაქრაძის კუთხე.

კონფერენცია ,,ვაშნარი"

        2009 წლის 30 ივლისს ისტორიულ მუზეუმში  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით  ,,ვაშნარი-სპონიეთი  გვიან ანტიკური-ადრე  შუასაუკუნეების ხანის ციხე-ქალაქი და სატაძრო  კომპლექსი"

     სოფ. გურიანთის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლი სამეცნიერო წრეებისათვის ცნობილია, როგორც ვაშნარის ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი. ძეგლს  იკვლევდნენ დიუბუა დე მომპერე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო სახოკია,გერმანე გობეჯიშვილი,ნიკო ბერძენიშვილი,ალექსანდრე ინაიშვილი.

  ისტორიის მკვლევართა მიერ ძეგლი მიჩნეულია IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსად, თავისი ციხე ქალაქით, წამებულის განსასვენებლით-მარტირიუმით,საკათედრო ტაძრით -სამნავიანი ბაზილიკით და სასიმაგრო სისტემით. მეცნიერთა ვარაუდით კომპლექსი აიგო IV ს-ში და VIIIს-ის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა.

Read more...

ღია გაკვეთილი ,,გურიის უკანასკნელ მთავართა ხვედრი"

   2009 წლის 1 ოქტომბერს შემოქმედის საჯარო სკოლის X კლასისა და მისი ხელმძღვანელის მაია მენაბდის მიწვევით  ისტორიულმა მუზეუმმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე  ,,გურიის უკანასკნელ მთავართა ხვედრი". გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ჩვენი მხარის ისტორიული წარსულის უფრო ღრმად შესწავლა. ლექცია წაიკითხა ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ.

   

  

ღია გაკვეთილები

     მუზეუმის ,როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია კონტაქტი დაამყაროს სკოლებთან, მოამზადოს საგანმანათლებლო ღონისძიებები, ღია გაკვეთილები, კონკურსები.  ჩვენი მხარის ისტორიული წარსულის უკეთ შესწავლის მიზნით 2010 წლის ოქტომბრის თვეში   მუზეუმის თანამშრომლებმა ჩაატარეს  ღია გაკვეთილები  სკოლის მოსწავლეებისათვის.

Read more...

ისტორიული მუზეუმი 75

  ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი დაფუძნდა 1936 წელს.იგი  წლების  მანძილზე  ნაყოფიერად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით, შეგროვებით,  კულტურულ-  საგანმანათლებლო მუშაობას.დაგროვდა მრავალი  მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, სხვადასხვა კოლექციები,  ხელნაწერი და არქეოლოგიური  მასალა.

  2011 წლის 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღეს  აღინიშნა მუზეუმის  დაარსებიდან 75 წელი.  

   საზეიმოდ გაიხსნა ახალი ექსპოზიცია. თანამედროვე ტიპის კარადა-ვიტრინებში განთავსდა ნეოლითური,ბრინჯაოს ხანის,გვიან ბრინჯაო ადრე რკინის ხანის  და ნუმიზმატიკური მასალები. მოეწყო იარაღების გამოფენა

 

 

Read more...

მუზეუმის საერთაშორისო დღე

     2012 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა   კონფერენცია. თანამშრომლების მიერ წაკითხული იქნა მოხსენებები შემდეგ თემებზე:

1, მარიკა ღლონტი, მუზეუმის არქეოლოგია-ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე  -  ,,სავაჭრო ცენტრები ოზურგეთში"

 2, მანანა ლომაძე, მუზეუმის ფონდების მცველი  - ,,ძველი აბანოები"

 3, დარეჯან გოგუაძე, მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე-  ,,მეთუნეობა ოზურგეთში"

 4, ლალი კოტრიკაძე, მუზეუმის ფონდების მცველის ასისტენტი - ,,სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია"

,,ძველი ოზურგეთი"

    2012 წლის 26 მაისს გაიხსნა ახალი ექსპოზიცია ,,ძველი ოზურგეთი"

 

 

 

 

 

Read more...

ალექსანდრე ღლონტი 100

     2012 წლის 25 ნოემბერს დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ფილიალი) გაიმართა    ალექსანდრე ღლონტის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო    საღამო.

    ალექსანდრე ღლონტი - ენათმეცნიერი, ფოლკლორისტი. დაიბადა სოფელ დვაბზუში.  როგორც მისი ბიოგრაფები წერენ ის იყო ,,პატრიოტი მეცნიერი".იგი ეძიებდა ქართულ  ეროვნულ ძირებსა და  ფესვებს. სწავლობდა და იკვლევდა ქართულ ეროვნულ  მასალებს. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მშობლიური კუთხის, გურიის  ტოპონიმებითა  და ჰიდრონიმებით.

    შექმნა წიგნები  : ,,ტოპონიმიკის ძიებანი", ,,გურული ლექსიკონი" , ,,ქართულ კილო-  თქმათა სიტყვის კონა" და ა.შ.

    მუზეუმის თანამშრომლებისა და მოწვეული სტუმრების მიერ წაკითხული იქნა მოხსენებები ალექსანდრე ღლონტის  ცხოვრება და მოღვაწეობის შესახებ.

,,როგორ უყვარგათ გურიაში"

  2013 წლის 7 მარტს

,,სამზადი სახლის გაცოცხლებას"

  2013 წლის 17 მაისს დაიწყო  მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული. დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება  ,,სამზადი სახლის გაცოცხლება".

Read more...

კონფერენცია ,,მეჭურჭლეთუხუცესი"

   2013 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის  ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია  სახელწოდებით  ,,მეჭურჭლეთუხუცესი". კონფერენციის  ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ლექციათა ციკლი. გამოიცა ლიფლეტი დიდი მეცნიერის  მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით.

 

 

 

 

 

Read more...

ოზურგეთი 160

  2006 წლის 26 დეკემბერს ქ. ოზურგეთის 160 წლიოსტავთან დაკავშირებით  გაიხსნა ორი საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავდა ქ. ოზურგეთის ისტორიას.  მოეწყო გურულ მხატვართა  ტილოების გამოფენა. გაიმართა თემატური  კონფერენცია.

პრეზენტაცია ,,სარკოფაგი"

   2013 წლის 28 მარტს ოზურგეთიდან 1500 მეტრში, სოფელ ოზურგეთში  საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავების დროს აღმოჩენილი იქნა სარკოფაგი. მუზეუმის შეტყობინების საფუძველზე თბილისიდან მოწვეული იქნა პროფესორები  ვაჟა სადრაძე, მერაბ ძნელაძე და ვახტანგ მიჩელი. 30 მარტს  ჩატარდა არქეოლოგიური ექსპედიცია . მიწიდან ამოღებული იქნა მე-4-მე-6 საუკუნეების თიხის სარკოფაგი. სარკოფაგს ჩაუტარდა რესტავრაცია. იგი დღეს მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენს.

Read more...

როკიშკისის დელეგაცია მუზეუმში

    2012 წლის 25 ივნისს ოზურგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა როკიშკისის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის  წარმომადგენლები იყვნენ.  ვიზიტის ფარგლებში ისტორიულ მუზეუმს ესტუმრა როკიშკისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნიოლე შნიოკენე.მან მუზეუმის თანამშრომლებს გაუზიარა მისი ორმოცწლიანი გამოცდილება. ისაუბრა მათი მუშაობის სტრუქტურაზე, განხორციელებულ ღონისძიებებზე. გაეცნო გურიის მხარის კულტურულ მემკვიდრეობას.  მოინახულა დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეკლესია-მონასტრები.ქალბატონმა შნიოკენემ გამოთქვა სურვილი მუზეუმებს შორის ურთერთ თანამშრომლობის მომავალში გაგრძელების შესახებ.

Read more...

რიჩარდ ჯორჯიანი მუზეუმში

რიჩარდ ჯორჯიანი მუზეუმში

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union