Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი

 
 
სოფელ  დვაბზუში 1984 წელს დაარსდა აკდემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლ-მუზეუმი, რომლის ბაზაზე 2009 წელს დაფუძნდა ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმის შექმნაში დიდი დახმარება გაგვიწია მხარის რწმუნებულმა ვალერი ჩიტაიშვილმა. დღეს როცა  დიდი მნიშვნელობა ენიჭება გურიის ტრადიციებისა და ეთნოგრაფიულიი ღირებულებების შენარჩუნებას, თანამედროვე ყოფიდან სწრაფად ქრება ძველი სტრუქტურა-ნაგებობები, ავეჯი ,ჭურჭელი, სამეურნეო იაღები და სხვა. Yყოველი ეთნოგრაფიული ნივთი ფასდაუდებელი ხდება და უდიდესი მეცნიერული-ისტორიული ღირებულება ენიჭება. ახლანდელი თაობა    ნაკლებად ან სრულიად არ იცნობს ეთნოგრაფიულ გურიას ,ეს კი საფთხეს უქმნის გურიის ტრადიციებისა და ეთნოგრაფიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მომავალი თაობებისათვის გადაცემას.  Aამ მიზნით      მუზეუმისათვის შეძენილი იქნა გურული კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა-სახლი, მარანი და ჭა მემორიალურია. სამზადი სახლი შეივსო  გურიის ყოფისათვის დამახასიათებელი ნივთებით:   ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა,ხის გობი,ხის ჯამები,აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი,კალათი,სკამ-ლოგინა,ჯაჭვი შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი, კოპე,ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ. მუზეუმის თანამშრომლები ცდილობენ მუზეუმი ახალგაზრდობის თავშეყრის საყვარელ ადგილად გადააქციონ. გადასცენ მათ გურული ტრადიციები და ადათ-წესები. ტრადიციად იქცა სოფლის სახელოვან ადამიანების შეხვედრა-საღამოების მოწყობა. ყოველწლიურად ტარდება კალანდობა. წლეულს კალანდობაზე მოწვეული იქნა პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები.მუზეუმის საერთაშორისო დღეს 18 მაისს გურიის ახალგაზრდული ცენტრის სამიზნე სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა შემეცნებითი-სახალისო   პროგრამა ,,გურული სამზადი სახლის გაცოცხლება”. გურულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა დიასახლისმა სტუმრებს შეეგება სახლის ზღურბლთან და მოუყვა სამზადი სახლის ისტორია. მოსწავლეები უშალოდ ჩაერთვენ სახელდახელო სადილის მომზადებაში, შუაცეცხლზე გამოაცხვეს მჭადი, გააკეთეს ლობიო და ღომი. ოჯახის უფროსმა მამაკაცმა სპეციალურად შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოსწავლეებს დაათესვინა გურიის რეგიონისათვის დამახასიათებელი ძველი კულტურები: ღომი, სიმინდი და ლობიო. თხილის წნელისაგან მოწნეს ბუდე ქათმებისათვის. 
მუზეუმს სტუმრობენ   როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრები, რომელთა შთაბეჭდილებები აღნუსხულია სპეციალურ წიგნში. მუზეუმში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მასალები იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ისე პერიოდულ პრესაში.   

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union