Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა"

      2010 წლის აპრილის თვეში მუზეუმმა  ოზურგეთის პროკურატურასთან ერთად განახორციელა  პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა". მისი მიზანი იყო  სამმართალდამცავი  ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება საზოგადოებაში. საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა კონკურსი. შერჩული იქნა ისეთი თემები , რომლებიც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდობის სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას, მათი საზოგადოებრივი როლის განმტკიცებას.

     პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი ღონისძიება :  ,,იარაღი და საბრძოლო ხელოვნება" და ,,ვაშნარი".

 

   1.  23 აპრილს  მუზეუმში ჩატარდა  ღონისძიება ,,იარაღი და საბრძოლო ხელოვნება". იგი მიეძღვნა  ქართულ საბრძოლო ხელოვნება ,,ხრიდოლს"  .

 მოეწყო საბრძოლო-პატრიოტულ თემაზე შექმნილი მხატვრული ტილოების დროებითი გამოფენა. განთავსდა ,, ხრიდოლის" ამსახველი სტენდები. ლექცია წაიკითხეს  თბილისიდან    მოწვეულმა ქართული საბრძოლო ხელოვნების აკადემიის დამფუძნებლებმა და წევრებმა.

   ჩატარდა კონკურსი საჯარო სკოლების IX-X  კლასების მოსწავლეებისათვის  თემებზე საქართველოში საბრძოლო ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. საუკეთესო 5 თემის ავტორი დაჯილდოვდა პრიზებით

  2.   13 ნოემბერს   ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოეწყო აქცია. ოზურგეთის №2  სკოლისა და სოფ. გურიანთის  სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ნაქალაქარის ტერიტორია. ღია ცის ქვეშ ჩატარდა საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ადრექრისტიანული ხანის ციხე-ქალაქისა და შესაბამისი ეპოქის შესახებ.

  დამონტაჟდა ორი  საინფორმაციო აბრა. ერთი  გაზატკეცილზე, ნაქალაქარის მიმართულების მანიშნებელი და მეორე უშუალოდ ძეგლის ტერიტორიეზე, რომელზეც გადმოცემულია მოკლე ისტორიული ცნობები ციხე-ქალაქისა და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობის შესახებ.

   
    

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union