Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

კონფერენცია ,,ვაშნარი"

        2009 წლის 30 ივლისს ისტორიულ მუზეუმში  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით  ,,ვაშნარი-სპონიეთი  გვიან ანტიკური-ადრე  შუასაუკუნეების ხანის ციხე-ქალაქი და სატაძრო  კომპლექსი"

     სოფ. გურიანთის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლი სამეცნიერო წრეებისათვის ცნობილია, როგორც ვაშნარის ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი. ძეგლს  იკვლევდნენ დიუბუა დე მომპერე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო სახოკია,გერმანე გობეჯიშვილი,ნიკო ბერძენიშვილი,ალექსანდრე ინაიშვილი.

  ისტორიის მკვლევართა მიერ ძეგლი მიჩნეულია IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსად, თავისი ციხე ქალაქით, წამებულის განსასვენებლით-მარტირიუმით,საკათედრო ტაძრით -სამნავიანი ბაზილიკით და სასიმაგრო სისტემით. მეცნიერთა ვარაუდით კომპლექსი აიგო IV ს-ში და VIIIს-ის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა.

  ძეგლის პოპულარიზაციისა და საზოგადოებისათვის ვაშნარის ნაქალაქარის ისტორიული მნიშვნელობის შეხსენების მიზნით ჩატარდა კონფერენცია.მასში  მონაწილეობას ღებულობდნენ:  ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე, ფონდების მცველი მანანა ლომაძე,ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკენსი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე,წამყვანი სპეციალისტი ,დოცენტი ნინელი ვაშაკიძე, მეცნიერ თანამშრომელი თამარ შილაკაძე ,პროფესორი იური სიხარულიძე, აკადემიკოსი სოკრატ სალუქვაძე, პროფესორი გიზო ჭელიძე,  გურია-შემოქმედის ეპისკოპისი  მეუფე იოსები. 

   კონფერენციის ფარგლებში წაკითხული იქნა მოხსენებები შემდეგ საკითხებზე:

   ადრე ქრისტიანული ხანის სამარხები ფიჭვნარიდან.

   ვაშნარი-სპონიეთი  - გვიან ქრისტიანული - ადრე შუასაუკუნეების ციხე ქალაქი და სატაძრო კომპლექსი.

   სოფელ ვაშნარის არქეოლოგიური გრანიტის ფილაქნის ჩუქურთმის მნიშვნელობა.

   საიდან დავიწყოთ ქართული ანბანობამდელი დამწერლობისა და მწერლობის ისტორია?

   კონფერენციის ფარგლებში  მოეწყო ვაშნარის ციხე-ქალაქის ნაქალაქარის მონახულება.

   გამოქვეყნებული იქნა კონფერენციის მასალების კრებული.   

      ,        

                 

         

               

               

              

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union